1776188414
უცხოეთი
ისრაელ კაცი: ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანა ომის დასრულების წინაპირობაა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანის რესურსებიდან ამოღება ირანთან აშშ-ისრაელის ომის დასრულების წინაპირობაა.
კაცის თქმით, გასულ წელს ირანის წინააღმდეგ 12-დღიანმა ომმა და ბოლოდროინდელმა ოპერაციამ „გაანადგურა ირანის ბირთვული პროგრამა და მისი ბირთვული იარაღის წარმოების უნარი“.
„დარჩენილია გამდიდრებული მასალის საკითხი, რომელიც შეიძლება პროექტის განახლების მცდელობის საფუძველი გახდეს. ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანა ომის დასრულების წინაპირობაა“, - აცხადებს კაცი.