Loading data...
ისრაელ კაცი: „ჰუსიტები“ ისრაელისგან მძიმე დარტყმებს მიიღებენ, თუ ჩვენკენ სროლას გააგრძელებენ

„ჰუსიტები“ ისრაელისგან მძიმე დარტყმებს მიიღებენ, თუ ისინი ჩვენკენ სროლას გააგრძელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალები ნებისმიერი მისიისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.  

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებთან მიღწეული ზავი დაჯგუფებას ხელს არ შეუშლის, ისრაელზე თავდასხმა გააგრძელოს.  

კაცის თქმით, ისრაელს „უნდა შეეძლოს, საკუთარი თავი დამოუკიდებლად დაიცვას ნებისმიერი საფრთხისგან, ან მტრისგან“.

„ასევე, ვაფრთხილებ ირანის ხელმძღვანელობას, რომელიც აფინანსებს, აიარაღებს და მართავს „ჰუსიტების“ ტერორისტულ ორგანიზაციას: მარიონეტული მეთოდი დასრულდა და ბოროტების ღერძი დაიშალა. თქვენ პირდაპირი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. იმას, რაც ჩვენ გავუკეთეთ „ჰეზბოლას“ ბეირუთში, „ჰამასს“ - ღაზაში, ასადს - დამასკოში და „ჰუსიტებს“ - იემენში, თქვენც გაგიკეთებთ თეირანში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ელემენტმა ისრაელს ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.