ისრაელ კაცი: „ჰამასის“ ხელმძღვანელობის არცერთ წევრს არ აქვს და არც ექნება იმუნიტეტი, არც კოსტიუმებში გამოწყობილებს და არც გვირაბებში დამალულებს, ყველას, ვინც ხელს აღმართავს ისრაელის ჯარისკაცებზე, ხელი მოეკვეთება
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი საზღვარგარეთ მყოფ „ჰამასის“ ლიდერებს დაემუქრა მას შემდეგ, რაც პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ 28 ოქტომბერს ღაზას სექტორის სამხრეთით, რაფაჰში, ისრაელის ჯარისკაცებზე თავდასხმა განახორციელა. შედეგად, ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ავიაიერიშები განაახლა.
„ჰამასის“ ათობით მეთაური ლიკვიდირებულია ისრაელის თავდაცვის ძალების ძლიერი ოპერაციის შედეგად, რომელიც გუშინ დაიწყო ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე თავდასხმისა და დაღუპული მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმების აშკარა დარღვევის, ასევე, ათობით ინფრასტრუქტურულ სამიზნეზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხელახლა ამოქმედდა.
„ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის არცერთ წევრს არ აქვს და არც ექნება იმუნიტეტი, არც კოსტიუმებში გამოწყობილებს და არც გვირაბებში დამალულებს. ყველას, ვინც ხელს აღმართავს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე, ხელი მოეკვეთება“, - განაცხადა მან.
კაცი დასძენს, რომ „ყველა, ვინც თავს დაესხმება ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს და დაარღვევს შეთანხმებებს, სრულ ფასს გადაიხდის“.