ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხებისა და მძევლების გათავისუფლების საკითხში ისრაელი „არ დანებდება და არც კომპრომისზე წავა“

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავარ მიზნად რჩება მძევლების დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზაში „ჰამასი“ აღარ არსებობდეს.
„მანევრი ორი მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად — მძევლების დაბრუნებას და იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასი“ აქ აღარ არსებობდეს. ჩვენ ამ მიზანს არ დავთმობთ“, - განაცხადა კაცმა რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროების მონახულებისას.
„მტრის მოკვლა, მძევლების სახლში დაბრუნება და გამარჯვება - ეს არის ჩვენი მისია. არ არსებობს შანსი, რომ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით, ან კომპრომისზე წავალთ. „ჰამასი“ არ შეცვლილა. მას სურს, გააგრძელოს ის, რაც გააკეთა და გაანადგუროს [ისრაელი]“, - დასძინა მან.
კაცმა ასევე დაადანაშაულა „ჰამასი“ ირანთან თანამშრომლობაში, რათა განეხორციელებინა ისრაელის განადგურების გეგმა სარაკეტო თავდასხმებით და ღაზიდან, სირიიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან და სხვა ფრონტებიდან შეჭრის კოორდინაციით.