1776804462
უცხოეთი
ისლამაბადში ჯეი დი ვენსის ვიზიტი გადაიდო
პაკისტანის დედაქალაქ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტი გადაიდო.
აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა New York Times განუცხადა, რომ ვენსის ვიზიტი, რომელიც 21 აპრილს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო მას შემდეგ, რაც ირანმა შეერთებული შტატების პირობები არ შეასრულა.
„ვიზიტი, შესაძლოა, განახლდეს, თუ ირანი პირობებს დააკმაყოფილებს. თეთრი სახლი ელოდება სიგნალს, რომ ირანის მომლაპარაკებლები მზად არიან შეთანხმების ხელმოწერისთვის“, - წერს მედიასაშუალება.
უცხოური მედიის ცნობით, თეირანი ბირთვული გამდიდრების საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის მოთხოვნებს არ თანხმდება.