Loading data...
ისლამაბადში ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი განიხილეს - Reuters

ისლამაბადში პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული წინადადებები იყო, რომლებიც შეერთებულ შტატებს გადაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ეგვიპტის წინადადებები, მათ შორის, სუეცის არხის მსგავსი სატარიფო სისტემის შემოღება, დღევანდელ შეხვედრამდე უკვე გადაეგზავნა ვაშინგტონს.

ამასთან, წყაროების განმარტებით, თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი სრუტეში გადაზიდვების მართვისთვის საერთო კონსორციუმის შექმნას განიხილავენ და პაკისტანსაც სთავაზობენ მასში მონაწილეობას, თუმცა წყარო აღნიშნავს, რომ ისლამაბადს ფორმალური მოწვევა არ მიუღია და გაწევრიანებას არ აპირებს.