Loading data...
ისლამაბადის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავდა ასობით ადამიანი

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში პარასკევის ლოცვის დროს შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 169-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, წერს BBC.

აფეთქება ქალაქის ტარლაის რაიონში მდებარე მეჩეთში მოხდა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ცნობებით, მეჩეთზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ინციდენტს პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია“.