Loading data...
ისლამაბადი მზადაა უმასპინძლოს მოლაპარაკებებს აშშ-სა და ირანს შორის - THE TIMES OF ISRAEL

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ისლამაბადი მზადაა, ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

მანამდე, ისრაელის მედიამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.

წყაროს ცნობით, შეხვედრის შემთხვევაში შეერთებული შტატების დელეგაციაში იქნებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი, ასევე, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ხოლო ირანის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს.