„ისკანდერის“ რაკეტაში, რომლითაც რუსეთმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტი დაბომბა, ათობით ამერიკული კომპონენტი აღმოაჩინეს

რუსეთმა 7 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობა „ისკანდერის“ რაკეტით (9M727) დაბომბა. ქობინი არ აფეთქებულა, განაცხადა სანქციების პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის კომისარმა ვლადისლავ ვლასიუკმა.
მისი თქმით, ასეთი „ისკანდერი“ შეიცავს:
📌 ამერიკული წარმოების დაახლოებით 35 კომპონენტს;
📌 1 - იაპონურს;
📌 1 - ბრიტანულს;
📌 1 - შვეიცარიულს;
📌 5 - ბელარუსულს;
📌 57 - რუსულს.
უცხოელ მწარმოებლებს შორისაა Texas Instruments, Analog Devices and Altera (აშშ), College Electronics Ltd (დიდი ბრიტანეთი), Fujitsu (იაპონია), Traco Power (შვეიცარია), JSC Integral (ბელარუსი), JSC Mikron, JSC Strela Production Association, JSC Angstrem, JSC Exiton Research and Design Bureau, Karachev Elektrodetal Plant (რუსეთი).
ამავდროულად, ვლასიუკმა აღნიშნა, რომ წინა წლების რაკეტებთან შედარებით, ევროპიდან და აშშ-იდან ნაკლები კომპონენტი იყო, ხოლო რუსეთიდან და ბელარუსიდან - მეტი. უკრაინამ ეს ინფორმაცია პარტნიორებს სანქციებზე რეაგირებისთვის გადასცა.