Loading data...
ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ რაფაში, გვეუბნებიან: „წააგეთ ომი“ - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აკრიტიკებს მოკავშირეებს, რომლებიც ისრაელს მოუწოდებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს რაფაში.

„ვაპირებთ, მივწვდეთ „ჰამასის“ დარჩენილ ტერორისტულ ბატალიონებს რაფაში, რომელიც უკანასკნელი ბასტიონია. ისინი, ვინც ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ რაფაში, პრინციპში, გვეუბნებიან: „წააგეთ ომი“, შეინარჩუნეთ „ჰამასი“ იქ“, - აღნიშნავს ისრაელის პრემიერი.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის. ომის პერიოდში, ღაზას სამხრეთი ქალაქი გახდა პალესტინელებისთვის თავშესაფარი.