1770237693
უცხოეთი
„ის ძალიან უნდა ღელავდეს“ - დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე
NBC News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ღელავდეს თუ არა ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ის ძალიან უნდა ღელავდეს“.
ამასთან, ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რეპორტიორმა ტრამპს განუცხადა, რომ ირანელი მომიტინგეები თავს მისგან მიტოვებულად გრძნობენ, რომელმაც მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, სადაც, როგორც ამბობენ, ათასობით ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ“, - განუცხადა ჟურნალისტს ტრამპმა მომიტინგეებზე საუბრისას.