Loading data...
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გრენლანდიის მომავალი არის საკითხი, რომელიც დანიამ და გრენლანდიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს - ეს არის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰელენ მაკენტის განცხადებით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება „სრულიად მიუღებელი და ღრმად სამწუხაროა“.

როგორც ის აცხადებს, მშვიდობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების დაცვაზე და დასძენს: „მსოფლიოში, სადაც ეს პრინციპები იგნორირებულია და ძირს უთხრიან, ვერ იქნება მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება“.

მისი თქმით, ირლანდიამ ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის მომავალი არის საკითხი, რომელიც, დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დანიამ და გრენლანდიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს.

„ეს არის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება. სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. “