IRGC-მა ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 4“-ის 41-ე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 4“-ის 41-ე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა.
გავრცელებულ განცხადებაში, IRGC-მ განაცხადა, რომ ოპერაციის ეს ტალღა დაიწყო კოდური სახელწოდებით „წმინდა ალ-ქუდსისკენ“, რადგან ის საერთაშორისო ალ-ქუდსის დღის წინა დღეს ემთხვევა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ამერიკა-ისრაელის სამიზნეები თელ-ავივში და რეგიონის ამერიკული ბაზები.
„ოპერაცია განხორციელდა 10-ზე მეტი მძიმე და ძლიერი ხორამშაჰრის რაკეტის გაშვებით, რომლებსაც მრავალქობინიანი ტევადობა ჰქონდათ, კადრის რაკეტების გაშვებით, ერთტონიანი ქობინით აღჭურვილი ხეიბარ შეკანის რაკეტების, ერთტონიანი ქობინით აღჭურვილი ჰიპერსონიული ფატაჰის რაკეტების და მოძრავი დრონების გაშვებით. ჩვენი მოქმედების არეალი უფრო ფართოა, ვიდრე მტრის. მტრის დანაშაულებზე პასუხი, განუხილველად იქნება გაცემული“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური განცხადების თანახმად, დარტყმები მიმართული იყო პალმახიმის საჰაერო ბაზის, ოვდას საჰაერო ბაზის და შინ ბეტის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ობიექტის წინააღმდეგ.