Loading data...
IRGC-ის წარმომადგენელი ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა კაბელებზე შესაძლო თავდასხმაზე მიანიშნებს

„ირანის რევოლუციური გვარდიის“ წარმომადგენელმა ჰოსეინ მოჰებიმ ჰორმუზის სრუტეში გამავალი წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელები ახსენა და ამით ირანის მოწინააღმდეგეები გააფრთხილა.

„ჰორმუზის სრუტის ქვეშ შვიდი ძირითადი კაბელი გადის და მთელი მსოფლიოს ინტერნეტი და კომერციული მონაცემები მათზეა დამოკიდებული. ჩვენ ამას მტერს შევახსენებთ, რათა იცოდნენ“, - აღნიშნა ჰოსეინ მოჰებიმ.

მისი განცხადება მოჰყვა ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და მკაცრი პოზიციით ცნობილი პოლიტიკოსების არაერთ გაფრთხილებას სპარსეთის ყურის რეგიონში ციფრულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.