1783490626
უცხოეთი
IRGC-ის განცხადებით, მათ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე 85 ამერიკული სამიზნე დაბომბეს
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, ბაჰრეინსა და ქუვეითში, აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტის მიმართულებით, რაკეტები და დრონები გაუშვა.
როგორც დაჯგუფება აღნიშნავს, მისი საზღვაო და საჰაერო ძალების ერთობლივი ოპერაციის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ობიექტები იყო ბაჰრეინის სალმანის პორტში, სადაც აშშ-ის მეხუთე ფლოტი მოქმედებს, ასევე, ქუვეითში ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზა.
ბაჰრეინში განგაშის სირენების ხმა ისმის, ქვეყნის შს სამინისტრო მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაემართეთ უახლოეს უსაფრთხო ადგილისკენ“, - აცხადებენ უწყებაში.