Loading data...
IRGC: ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნის პიკზე ვრჩებით - მზად ვართ, ნებისმიერი საფრთხის ან განახლებული აგრესიისთვის

ირანის ისლამური „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, რეგიონში დარჩენილ „მტრის აქტივებს“ მათთვის წარმოუდგენელ გამანადგურებელ დარტყმებს მიაყენებს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნის პიკზე რჩება და მზადაა ნებისმიერი საფრთხის ან განახლებული აგრესიის მიმართ გადამწყვეტი, მტკიცე და დაუყოვნებელი რეაგირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედია წერს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ომანის სანაპიროსთან კონტეინერმზიდ გემს ცეცხლი გაუხსნა და განაცხადა, რომ გემმა გაფრთხილებები უგულებელყო.