1784059388
უცხოეთი
IRGC: აშშ-ის „ბოროტი ქმედებების“ გაგრძელების შემთხვევაში რეგიონიდან ნავთობისა და გაზის არც ერთი წვეთი არ გავა
ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) განცხადებით, სანამ აშშ-ის „ბოროტი ქმედებები“ რეგიონში გაგრძელდება, რეგიონიდან ნავთობისა და გაზის „არც ერთი წვეთი“ არ გავა.
IRGC აცხადებს, რომ აშშ-ის „აგრესიას“ სხვა შედეგი არ მოჰყვება, გადა იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა კიდევ უფრო გადაიდება.
„ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები ირანზე აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა“, - ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.