Loading data...
ირანული სამხედრო გემი Sahand ბენდერ-აბასის პორტში ჩაიძირა

ირანის საზღვაო ძალების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი Sahand ბენდერ-აბასის პორტში ჩაიძირა. ინფორმაციას Naval News ავრცელებს.

მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამჟამად წყლის ზედაპირზე მხოლოდ გემის ნაწილი ჩანს. 

წინასწარი ინფორმაციით, გემის გადაბრუნება სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარმა „ტექნიკურმა გაუმართაობამ“ გამოიწვია. 

ექსპერტების შეფასებით, მომხდარის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო როგორც გემის მომსახურების დროს დაშვებული შეცდომა, აგრეთვე პარკირებისას მომხდარი შემთხვევა. აგრეთვე განიხილება დივერსიის შესაძლებლობაც. 

ცნობისთვის, სწორედ ირანული ფრეგატები აქტიურობენ წითელ ზღვაში და არსებობს ეჭვი, რომ მათი დახმარებით, „ჰუსიტები“ შესაძლოა სავაჭრო გემებზე თავდასხმებს ახორციელებენ.