ირანული საბრძოლო კატარღები ამერიკული ტანკერის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ
ირანის სანაპიროს მახლობლად, ჰორმუზის სრუტეში 6 ირანული შეიარაღებული კატარღა ამერიკული დრონის ქვეშ მცურავ ტანკერს, Stena Imperative-ს მიუახლოვდა. ინციდენტი ომანის სანაპიროდან ჩრდილოეთით, 30 კმ-ში მოხდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ირანულმა კატარღებმა უბრძანეს ტანკერს, რომ ძრავი გაეთიშა და გაჩერებულიყო, მაგრამ Stena Imperative-მა სიჩქარე აკრიფა და სვლა გააგრძელა. მოგვიანებით მას ამერიკული სამხედრო ხომალდიც გაჰყვა.
ირანის მედიის ცნობით, ამერიკული ტანკერი ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა და გაფრთხილების შემდეგ ის დატოვა „სერიოზული ინციდენტის გარეშე“. ამავდროულად, სააგენტო Reuters იუწყება, რომ ამერიკულ გემს ირანის საზღვარი არ გადაუკვეთია.
ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს აკავშირებს ომანის ყურესთან, არაბეთის ზღვასთან და ინდოეთის ოკეანესთან. ამ გზით მსოფლიო ნავთობის მეხუთედის ტრანსპორტირება ხდება, 2025 წლის ივნისში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი იმუქრებოდა, რომ აშშ-ის მხრიდან შეტევის შემთხვევაში ირანი ჰორმუზის სრუტეს დაბლოკავს.