Loading data...
ირანული მედიის ცნობით, ხამენეის ცოლი ისრაელ-აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

ირანული მედიის ცნობით, უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე მანსურე ხოჯასტე გარდაიცვალა.

ის 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის ოფისზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კომაში იმყოფებოდა.

78 წლის ხოჯასტე ალი ხამენეის ერთადერთი ცოლი იყო. ისინი 1964 წელს დაქორწინდნენ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ-აშშ-ის საჰაერო დარტყმებს თავად აიათოლაც ემსხვერპლა.