ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც
ირანის სახელმწიფო მედია ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავი დაიღუპა.
როგორც The Times of Israel-ი იტყობინება, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ისრაელის გუშინდელ ერთობლივ საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.