1750050049
უცხოეთი
ირანული მედია ადასტურებს, რომ ისრაელის იერიშს IRGC-ის დაზვერვის მეთაური ემსხვერპლა

ირანული სამთავრობო მედია ოფიციალურად ადასტურებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლა.
ირანის სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.
ასევე, ვრცელდება ცნობები ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.