1786308240
უცხოეთი
ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა
ირანულმა მედიამ ქვეყნის სულიერი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც აიათოლა სტუდენტებს შორის ზის და სავარაუდოდ, რელიგიის გაკვეთილს ატარებს. ვიდეოს გადაღების თარიღი დაზუსტებული არ არის.
ირანის სულიერ ლიდერად მოჯთაბა ხამანეი 28 თებერვალს მამის, ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ დაინიშნა. მაშინ გავრცელდა ცნობა, რომ იერიშისას ის ფეხში დაიჭრა. მას შემდეგ მოჯთაბა ხამენეი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.