Loading data...
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული

ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. 

საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნობით, ის ირანის შესახებ სენსიტიურ ინფორმაციას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გასცემდა და ისრაელის დაზვერვის ორ ოფიცერთან იყო კომუნიკაციაში. 

გამოძიება მიიჩნევს, რომ ფეკრიმ სცადა „მოსადის“ ერთ-ერთი თანამშრომლისთვის უსაფრთხო კომუნიკაციების საშუალებით კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის საიდუმლო ობიექტების ადგილმდებარეობის, შტაბ-ბინების, კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაცია. 

ისმაილ ფეკრი ეროვნებით ირანელი იყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ირანში კიდევ ორი ​​ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რომლებსაც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ.

ისრაელი და ირანი 13 ივნისის ღამიდან ურთიერთიერიშის რეჟიმში არიან.