1767971998
უცხოეთი
ირანში საპროტესტო აქციები კიდევ 16 ქალაქში დაიწყო
ირანში საპროტესტო აქციებმა კიდევ 16 ქალაქი მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბრიტანული მაუწყებელი აქვეყნებს იმ ვერიფიცირებული ლოკაციების განახლებულ რუკას, სადაც 2025 წლის 28 დეკემბრიდან ერთი ან რამდენიმე საპროტესტო აქცია დაფიქსირდა.
სამშაბათის შემდეგ რუკას კიდევ 16 ქალაქი და დასახლება დაემატა. მათგან ყველაზე ბოლო აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქი ზაჰედანია.
მოცემულ რუკაზე აღნიშნულია მხოლოდ ის ადგილები, სადაც BBC-მ ვიდეომასალის ავთენტიკურობა დაადასტურა. შესაძლოა, საპროტესტო გამოსვლები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვერიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.