1767599580
უცხოეთი
ირანში პროტესტის ფონზე ინტერნეტი გაითიშა
ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა. როგორც IT-კომპანია Cloudflare იუწყება, ინტერნეტის ტრაფიკი დაახლოებით მესამედით შემცირდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ირანში სოციალური ქსელების მომხმარებლები აცხადებენ, რომ მასობრივ შეზღუდვებს აქვს ადგილი.
ამასთანავე, როგორც ორგანიზაციის, Hengaw Organization for Human Rights ექსპერტები აცხადებენ, 3 იანვარს ანტისამთავრობო პროტესტების დროს სულ მცირე 4 ადამიანი მოკლეს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ილამის პროვინციაში აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულები ქურთები არიან. ათობით ადამიანი დაიჭრა.