Loading data...
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პირი სიკვდილით დასაჯეს

„ირანის ხელისუფლებამ ორი მოქალაქე ჯაშუშობისა და ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა“, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, ომიდ ბეჰზადი და პურია საფვატი გასული წლის ზაფხულის ომისა და მიმდინარე კონფლიქტის დროს ისრაელისთვის სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტების კოორდინატების, ასევე ფოტოებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემისთვის იყვნენ ბრალდებული. 

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 24 ივლისს განაცხადა, რომ ირანმა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით, სულ მცირე, 50 ადამიანი დასაჯა.