1758093952
უცხოეთი
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული კაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანმა სიკვდილით დასაჯა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული კაცი, - ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ბაბაკ შაჰბაზი ისრაელის „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობდა და ქვეყანაში ისრაელის ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობდა.
„ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული ირანელების სიკვდილით დასჯის შემთხვევები წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბოლო თვეებში, სულ მცირე, სიკვდილით დასჯის 9 შემთხვევა აღსრულდა“, - წერს მედიასაშუალება.