Loading data...
ირანში ისრაელის დაზვერვასთან დაკავშირებული მასშტაბური ქსელი გამოავლინეს - დაკავებულია „მოსადის“ 21 აგენტი

„ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქერმანის პროვინციაში, ისრაელის სადაზვერვო სამსახურ „მოსადთან“ დაკავშირებული 21 აგენტი და ოთხი შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები სამხედრო და თავდაცვითი სფეროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, კლასიფიცირებული ობიექტებიდან საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდნენ და ისრაელის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ.

ამასთანავე, ირანის სადაზვერვო ძალებმა პროვინციის ტერიტორიაზე შეიარაღებული დამნაშავეებიც გამოავლინეს. ოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.