1774000134
უცხოეთი
ირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალი მოკლეს
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ის და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად გენერალი ალი მოჰამად ნაეიმი მოკლეს, რომელიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესმდივანი იყო. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე ნაეიმიმ რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ირანი ბრძოლას „მოწინააღმდეგის სრულ გამოფიტვამდე გააგრძელებს“.
მან ასევე უარყო ჭორები იარაღის დეფიციტის შესახებ და განაცხადა, რომ ვაშინგტონის და იერუსალიმის განცხადებების მიუხედავად, თეირანს არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ აქვს.