Loading data...
ირანში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე აშშ-ისთვის სამუდამოდ დაიკეტება, თუ ირანს კვლავ დაესხმება თავს

ირანის პარლამენტის წევრის ალი ჰადადის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე შეერთებული შტატებისთვის სამუდამოდ დაიკეტება, თუ ირანს კვლავ დაესხმება თავს. 

ამასთან, ჰადადიმ ირანელ მაღალჩინოსნებს შეტევითი სამხედრო მოქმედებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თეირანმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადა უნდა გაარღვიოს.

მისივე განცხადებით, აშშ-ის მხრიდან შემდგომ სამხედრო მოქმედებებს გლობალური ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

„მტრის ნებისმიერ შეცდომას აუცილებლად მოჰყვება ძლიერი რაკეტების მასირებული ტალღა, რომელთა მოქმედების რადიუსი აღემატება იმას, რაც 40-დღიანი ომის დროს ვიხილეთ და რომლებიც ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა“, – განაცხადა ჰადადიმ.