ირანში აშშ-ის სარაკეტო დარტყმას 4 ადამიანი ემსხვერპლა - ირანული მედია
ირანში ქალაქ აჰვაზსა და მის შემოგარენზე ამერიკული ძალების სარაკეტო დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი. აშშ-მა ირანის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა იერიში, მათ შორისაა ხუზესტანის პრონვიცია.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობით განცხადებით, ღამით ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა განახორციელეს, რისი მიზანიც თეირანის დასუსტება და ირანის მიერ მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმების შემცირებაა.
ამასთან, როგორც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე ღია რჩება და კომერციული გემები აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით თავისუფლად მოძრაობას აგრძელებენ.