1771744409
უცხოეთი
ირანში ანტისამთავრობო პროტესტი განახლდა
ირანში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი განახლდა.
თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სემესტრის პირველ დღეს კამპუსების ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ და მხარს უჭერდნენ რეზა ფეჰლევის - 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს დამხობილი ბოლო შაჰის შვილს. ზოგიერთი მათგანი იანვარში დაკავებული თანაკურსელების გათავისუფლებას მოითხოვდა.
ინფორმაციისთვის, მასობრივი საპროტესტო აქციები თეირანში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად პროტესტს ეკონომიკური მოთხოვნების ფორმა ჰქონდა, თუმცა სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურში და მთელი ქვეყანა მოიცვა.
სხვადასხვა მონაცემებით, ხელისუფლების მიერ აქციების დაშლისას 5-დან 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.