1774294159
უცხოეთი
ირანს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის სანაპიროზე სრული კონტროლი აქვს - CNN
ირანში აცხადებენ, რომ თეირანს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის სანაპიროზე „სრული“ კონტროლი აქვს. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, საკმარისი უპირატესობის და ძალის გათვალისწინებით, სპარსეთის ყურეში ნაღმების განთავსების საჭიროება არ არსებობს.
მისივე განმარტებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებენ.
ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, ასევე, აღნიშნა, რომ რეგიონის გარეთ მყოფ ქვეყნებს „ამ არეალში ჩარევის უფლება არ აქვთ“.
მანამდე, CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განთავსება დაიწყო.