1768975534
უცხოეთი
„ირანს დედამიწიდან წაშლიან“ - ტრამპი ირანს აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანი მას მოკლავს, შეერთებული შტატები ირანს „გაანადგურებს“.
„მთელი ქვეყანა აფეთქდება. მე მაქვს ძალიან მკაცრი მითითებები - რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ირანს დედამიწიდან წაშლიან“, - განაცხადა ტრამპმა.
ირანმა გააფრთხილა ტრამპი, რომ არ მიიღოს რაიმე ზომები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ.
ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ მან თავის მრჩევლებს მისცა მითითებები, გაანადგურონ ირანი, თუ ეს ქვეყანა მისი მკვლელობის უკან იდგება.