Loading data...
ირანმა უარი თქვა აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე - მედია

ირანმა უარი თქვა აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე, - „სქაინიუსი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

მედიის ცნობით, თეირანს მოლაპარაკებების არ სურს, რადგან მიზეზი „ვაშინგტონის გადაჭარბებული მოთხოვნები, არარეალისტური მოლოდინები, პოზიციის მუდმივი ცვლილება და მიმდინარე საზღვაო ბლოკადაა“.

აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართებოდა.

აშშ-ის დელეგაციას, რომელიც ხვალ პაკისტანში უნდა ჩასულიყო, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა. განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურება.