1784874329
უცხოეთი
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებს დრონებით დაარტყა
თეირანი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე დრონებით თავდასხმების ახალი ფაზა დაიწყო.
როგორც მედია წერს, ირანის სამხედრო ძალების სამიზნე სამხრეთ ბაჰრეინში მდებარე „ისა“-ს საჰაერო ბაზა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე Muwaffaq Salti Air Base-ის საჰაერო ბაზა გახდა.
ირანის არმიის განცხადებით, ბაჰრეინში საწვავის ავზები, აღჭურვილობის საწყობები, ასევე, ჯარისკაცების საცხოვრებელი ადგილები დაიბომბა.