1773838453
უცხოეთი
ირანმა შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარია სტენეგრადის განცხადებით, ირანმა შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ინფორმაციას Dagens Nyheter-ი ავრცელებს.
როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სიკვდილით დასჯა 18 მარტს, დილით აღასრულეს.
შვედეთის მოქალაქე ირანის ხელისუფლებამ 2025 წლის ივნისში დააკავა და სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ დღეს დილით ირანში შვედეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს“, - განაცხადა მინისტრმა.
შვედეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.