Loading data...
ირანმა ორბიტაზე კვლევითი თანამგზავრი Chamran-1 გაუშვა

ირანმა ორბიტაზე კვლევითი თანამგზავრი Chamran-1 გაუშვა.

როგორც ირანული სააგენტო IRNA წერს, სატელიტი ორბიტაზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ აეროკოსმოსური ტექნოლოგიების ექსპერტების მიერ შექმნილი რაკეტის საშუალებით გაიყვანეს.

როგორც გამოცემა წერს, Chamran-1 თანამგზავრი 60 კილოგრამს იწონის და კოსმოსში წარმატებით მიაღწია 550-კილომეტრიან ორბიტას, ხოლო თანამგზავრის მთავარი მისია კოსმოსური აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაა.