Loading data...
ირანმა ომანში გამართულ მოლაპარაკებებზე ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე უარი თქვა - მედია

ირანმა ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს საკუთარ ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ შეერთებული შტატების მოწოდება უარყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს რეგიონულმა დიპლომატმა განუცხადა. 

მიუხედავად ამისა, ირანული მხარე აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს გამდიდრების „დონე და სისუფთავე“ ან რეგიონული კონსორციუმის შექმნის საკითხი.

„თეირანი მიიჩნევდა, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლებმა გაიგეს ირანის პოზიცია გამდიდრებასთან დაკავშირებით და თეირანის მოთხოვნების მიმართ მოქნილობა გამოიჩინეს“, - აცხადებს დიპლომატი. 

მისივე თქმით, მასკატში გამართული მოლაპარაკებების დროს ირანის სარაკეტო შესაძლებლობები არ განხილულა.

ინფორმაციისთვის, ირანმა დადებითად შეაფასა ომანში შეერთებულ შტატებთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ბირთვულ საკითხზე ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და მომავალშიც გაგრძელდება.