Loading data...
ირანმა ქუვეითში ენერგეტიკულ ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს კუთვნილ შენობას დრონებით შეუტია

ირანულმა დრონებმა ქუვეითში სამთავრობო და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ Deutsche Welle ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

„ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალები ამჟამად მტრული რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე რეაგირებენ“, - დაწერეს ქვეყნის სამხედროებმა X-ზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონი ქუვეითის ნავთობკორპორაციის მიერ მართულ ნავთობობიექტს დაეჯახა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქუვეითის ნავთობკორპორაციის განცხადებით, დრონებით თავდასხმებმა „მძიმე“ ზიანი მიაყენა ნავთობისა და ნავთობქიმიურ ობიექტებს, რომლებიც „ირანის საზარელი თავდასხმის სამიზნე გახდა, მათ შორის დრონების გამოყენებით“.

ამავე ცნობით, თავდასხმებმა რამდენიმე ობიექტში ხანძარი გამოიწვია.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KUNA-ს ცნობით, კიდევ ერთმა ირანულმა დრონმა „მნიშვნელოვნად“ დააზიანა ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი შენობა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ასევე არ გავრცელებულა.