Loading data...
ირანმა კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო - Sky News

ირანმა 3 აპრილს კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი - A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო. ინფორმაციას Sky News ავრცელებს

ოფიციალური პირის თქმით, პილოტი გადარჩა და უსაფრთხოდ არის.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მას ირანმა ცეცხლი გაუხსნა.

დაზიანებულმა A-10-მა ქუვეითის საჰაერო სივრცეში შესვლა შეძლო, რის შემდეგაც პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ხოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა.