1750106904
უცხოეთი
ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო - ირანის სახელმწიფო მედია

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, - იტყობინება რამდენიმე ირანული მედია საშუალება, მათ შორის სახელმწიფო მედია Press TV.
როგორც ამერიკული მედია ირანულ საინფორმაციო სააგენტო Mehr News-ზე დაყრდნობით წერს, ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელის ქალაქების – ჰაიფასა და თელ-ავივის მიმართულებით.
ცნობისთვის, ისრაელი აგრძელებს ოპერაციას, რომელიც 13 ივნისს, გამთენიისას ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე შეტევით დაიწყო.