Loading data...
ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა - ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა. 

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმები ისრაელის მასშტაბით 40 ობიექტზე განხორციელდა, რის შედეგადაც საგადასახადო ორგანოში ზარალის ანაზღაურების 19 000-მდე მოთხოვნაა წარდგენილი.

„დაიღუპა 24 ადამიანი 800-ზე მეტი დაიჭრა და 3 800-ზე მეტი საკუთარი სახლებიდან არის ევაკუირებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, ირანის ხელისუფლების მტკიცებით, ირანში სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა.