1750093494
უცხოეთი
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტების ჩამოგდებაზე მუშაობენ.
„საჰაერო ძალები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს.