1773125152
უცხოეთი
ირანმა იორდანიაში მდებარე გერმანიის საველე ბანაკზე იერიში განახორციელა
იორდანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გერმანიის საველე ბანაკზე ირანის მხრიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. საველე ბანაკი აშშ-ის ავიაბაზის, ასრაკის ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც გერმანიის შეიარაღებული ძალების საველე ბანაკი მდებარეობს. შეტევა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა და იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
რაკეტა ან მისი ნამსხვრევები გერმანელი სამხედროების ყაზარმის შენობას დაეცა, მაგრამ შეტევის დროს ისინი ბომბსაფარებში იმყოფებოდნენ.
ასრაკის ავიაბაზაზე გერმანიის შეიარაღებული ძალების 100-მდე სამხედრო იმყოფება.
ამ ბაზაზე გერმანული მფრინავი ტანკერებია განთავსებული, რომელიც საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას ეხმარება.