1774080257
უცხოეთი
ირანმა ინდოეთის ოკეანის კუნძულზე მდებარე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ირანმა ინდოეთის ოკეანის კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით ღამით სულ მცირე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
მედიის ცნობით, თავდასხმა მოიგერიეს და ბაზას არც ერთი რაკეტა არ მოხვდა, თუმცა ეს ომის დაწყების შემდეგ, ირანის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის პირველი გამოყენების შემთხვევაა.
ცნობისთვის, კუნძული დიეგო გარსია ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. 1970-იანი წლებიდან კუნძულზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზა არსებობს.
აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები.