Loading data...
ირანმა განაცხადა, რომ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზას 10 რაკეტა ესროლა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, იორდანიაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

დაჯგუფების განცხადებით, სამიზნე ჩრდილოეთ იორდანიაში არსებული ალ-აზრაქის სამხედრო ბაზა იყო.

ირანელი სამხედროების თქმით, აშშ-ის არმია თუ გაიმეორებს აგრესიას, რეგიონში სხვა ბაზები ძლიერი ცეცხლისგან დაზღვეული არ იქნება.

„თუ აშშ-ის სამხედროები აგრესიას გაიმეორებენ, რეგიონში არსებული სხვა ამერიკული ბაზები ძლიერი ცეცხლისგან დაზღვეული არ იქნება“, - განაცხადა IRGC-მ.