1772345580
უცხოეთი
„ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ურჩევნიათ ეს არ გააკეთონ“ - ტრამპი ირანს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, შეერთებული შტატები ირანის ნებისმიერ შეტევას მკაცრად უპასუხებს.
„ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ყველაზე ძლიერს, ვიდრე ოდესმე. მათ ურჩევნიათ ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ“, - აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.