Loading data...
ირანმა აშშ-ის ბაზებზე დარტყმებისთვის რაკეტები მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტში ჩაერთვება - CBS

ირანმა მოამზადა რაკეტები და აღჭურვილობა რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ საკითხზე ინფორმირებულმა აშშ-ის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირმა და პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადეს, იუწყება CBS.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჯერ კიდევ არ არის გვიან“ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ ახალი შეთანხმებისთვის მოსალაპარაკებლად. მან ნათლად განაცხადა, რომ ირანისგან პროგრამის სრულად შეწყვეტას მოითხოვს.

ტრამპის თქმით, ირანელებს მოლაპარაკებების სურვილი ჰქონდათ და დისკუსიებისთვის თეთრ სახლში დელეგაციის გაგზავნაც კი შესთავაზეს. თუმცა დღევანდელ მოლაპარაკებებს განსხვავებული ტონი ექნება.

„მე ვუთხარი: „ძალიან გვიანია. გესმით?“ მე ვუთხარი: „საუბარი ნამდვილად გვიანია.“ დიდი განსხვავებაა ახლანდელსა და ერთი კვირის წინანდელ მდგომარეობას შორის, სანამ ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმებს დაიწყებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

თუმცა, გაეროში ირანის მისიამ პირდაპირ უპასუხა ტრამპის კომენტარებს:

„არცერთ ირანელ ჩინოვნიკს არასდროს უთხოვია თეთრი სახლის კარიბჭესთან დამცირება... ირანი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს იძულებით, არ დაეთანხმება იძულებით მშვიდობას და, რა თქმა უნდა, არა ომის გამჩაღებელთან, რომელიც აქტუალურობას ეჭიდება. ირანი ნებისმიერ საფრთხეს საპასუხო საფრთხით უპასუხებს, ხოლო ნებისმიერ ქმედებას - საპასუხო ზომებით“.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა 18 ივნისს განაცხადა, რომ ისრაელთან კონფლიქტში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა „სრულმასშტაბიან ომს“ გამოიწვევს.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-მა „უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“.

„მათ, ვინც ირანის ისტორიას იცნობს, იციან, რომ ირანელები მუქარის ენაზე ცუდად რეაგირებენ“, - განაცხადა ხამენეიმ და დასძინა, რომ ირანი „არასდროს დანებდება“.